ერთწლიანი პირობითი სასჯელი და სოლიდური ჯარიმა - ბენზემა სასამართლომ დამნაშავედ ცნო #1TVSPORT
ერთწლიანი პირობითი სასჯელი და სოლიდური ჯარიმა - ბენზემა სასამართლომ დამნაშავედ ცნო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ქარიმ ბენზემამ ერთწლინი პირობითი სასჯელი მიიღო და 75 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ფეხბურთელი დამნაშავედ ცნეს საქმეში, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟს ეხებოდა , – იუწყება „როიტერი“. გამოძიება ბენზემას ედავებოდა, რომ ის ვალბუენას შანტაჟში შუამავლის როლს ასრულებდა და თანაგუნდელს გამომძალველებისთვის ფულის გადახდაში არწმუნებდა. შანტაჟისტები ვალბუენას ემუქრებოდნენ, რომ ინტერნეტში პირადი ხასიათის ვიდეოჩანაწერს გაუვრცელებდნენ.