ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დანი ალვეში სექსუალური ძალადობის საქმეში გაამართლეს #1TVSPORT
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დანი ალვეში სექსუალური ძალადობის საქმეში გაამართლეს #1TVSPORT

„ბარსელონისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი დანი ალვეში კატალონიის სასამართლომ უადანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის საქმეში, – იტყობინება ესპანური გაზეთი Marca.

გასული წლის თებერვალში დანი ალვეშს 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბარსელონის ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურების გამო. ინციდენტი 2023 წლის დეკემბერში მოხდა.

სასამართლო კოლეგიამ დაამტკიცა, რომ დაზარალებული ქალის ჩვენება საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და ყოფილი ფეხბურთელი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიხედვით გაათავისუფლა.