ერთი წელი ლეგენდის გარეშე - საკალათბურთო სამყარომ კობი ბრაიანტი გაიხსენა
ერთი წელი ლეგენდის გარეშე - საკალათბურთო სამყარომ კობი ბრაიანტი გაიხსენა

მსოფლიომ ერთი წლის წინ კობი ბრაიანტი დაკარგა. 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში ავიაკატასტროფის შედეგად ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი შვილი ჯიანა და ბორტზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა.

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ „შავი მამბა“ მისმა მეგობრებმა, საკალათბურთო სამყაროს ცნობილმა წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ამ დღეს, ერთი წლის წინ. მუდმივი ხსნოვნა არა მხოლოდ კობის არამედ ჯიანა ბრაიანტს, ჯონ ალტობელის, კერი ალტობელის, ალისა ალტობელის, კრისტინა მაუსერს, სარა ჩესტერს, პეიტონ ჩესტერს და არა ზობაიანს.

მშვიდად განისვენე ჩემო ძმაო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მიბაგებთ შენს და ჯიჯის ხსოვნას.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ კობის, ჯიჯის და კიდევ იმ 7 ადამიანს, რომელიც 1 წლის წინ ავიაკატასტროფას შეეწირა.

ყოველთვის ჩემს ფიქრებში.

კვლავ არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა. მშვიდობით განისვენოს ყველა დაღუპულმა. მამბა სამუდამოდ!

8 წუთი და 24 წამი კობიზე​.

ეს თამაში არასოდეს აღარ იქნება ისეთი როგორც კობის დროს.