ერთი ნაბიჯი თასის აწევამდე - 16-წლამდელები ალბანეთის ტურნირზე ლიდერობენ
ერთი ნაბიჯი თასის აწევამდე - 16-წლამდელები ალბანეთის ტურნირზე ლიდერობენ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე მატჩი პენალტების სერიით მოიგო. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ამჯერად მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა.

შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-6 წუთზე დიმა ღურწკაიას (ფეხბურთის ფედერაციის აკადემია) გოლით გახსნა. ალბანელებმა ანგარიშის გათანაბრება მელსი ჩერენის მიერ 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს.

ტურნირის დებულებით, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ქართველმა 16-წლამდელებმა შეასრულეს 4:3, მაგრამ პენალტების სერიაში მოგებისთვის გუნდს მხოლოდ ქულა დაეწერა.

ალბანეთი 1:1 (პენ. 3:4) საქართველო​

გოლები: 0:1 ღურწკაია (7), 1:1 ჩერენი (90+5)

საქართველო: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (70. ლაბაძე), მოლაშვილი, გურწკაია (61. ნ. დავრაშელიძე), ქართველიშვილი (70. ბართია), გეგიაძე (31. კალანდაძე), ბერია, ლაცაბიძე (61. ხუტიაშვილი), შიოლაშვილი (61. დვალიშვილი), ბერიანიძე (79. გ. დავრაშელიძე), ხაბურზანია (70. აღდგომელაშვილი)​

სათადარიგოები: მაქაცარია.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი​

​განვითარების თასზე ჩატარებული ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით ლიდერია. დასკვნით შეხვედრას ქართველი 16-წლამდელები 1 მარტს ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.