ერთი ნაბიჯი ევრო2020-მდე - თუ კვარაცხელია ტურნირზე ითამაშებს, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება
ერთი ნაბიჯი ევრო2020-მდე - თუ კვარაცხელია ტურნირზე ითამაშებს, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება

გამოცემა „ბიზნეს-ონლაინმა“ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსებზე წერილი გამოაქვეყნა – ჟურნალისტს თქმით, ასეთ შემთხვევაში, ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი, რომელიც დღეს 4,5 მილიონი ევროა, საგრძნობლად გაიზრდება.

„საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებს – ყველაფერი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გადაწყდება. გუნდებმა 14 ოქტომბერს ერთა ლიგის ჯგუფში 1:1 ითამაშეს. ქართველებიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. „რუბინის“ მთავარმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, მალე ეროვნული გუნდების მთავარ ევროპულ ტურნირზე გაიბრწყინოს“, – წერს „ბიზნეს ონლაინი“.

გასვლის შემთხვევაში, საქართველო ჰოლანდიას, ავსტრიასა და უკრაინას შეხვდება.

ერთა ლიგის D დივიზიონში ჯგუფის გამარჯვებულები – საქართველო, ბელორუსია, კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია ევრო2020-ზე მოსახვედრად მინი პლეი-ოფის გამარჯვებულს ავლენენ. პლეი-ოფები ერთმატჩიანია – საქართველომ დაამარცხა ბელორუსი 1: 0, ჩრდილოეთ მაკედონია კი კოსოვოზე ძლიერი აღმოჩნდა – 2: 1. ახლა გადამწყვეტ მატჩში ქართველები და მაკედონიელები ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები ორიდან ერთია (პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც ერთა ლიგაზე არ წაუგია: 6 გამარჯვება და 4 ფრე. წარმატების შემთხვევაში, საქართველო C ჯგუფში მოხვდება, ჰოლანდიასთან, უკრაინასა და ავსტრიასთან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

საქართველოს უკვე მეოთხე წელია, სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში მის დროს შედგა – გასულ წელს გიბრალტართან შეხვედრაში (3:0). ზოგადად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უამრავი ფეხბურთელია, რომლებიც თამაშობდნენ ან თამაშობენ რუსული კლუბებში – საბა კვირკველია „როტორიდან“, „კრილია სოვეტოვის“ ყოფილი მეკარე გიორგი ლორია, მცველი გია გრიგალავა ტულის „არსენალიდან“, „კრასნოდარის“ ყოფილი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, „უფას“ მცველი ჯემალ ტაბიძე, „რუბინის“ დუბლების ყოფილი წევრი ნიკა კაჭარავა, „რუბინის“ ექსმცველი მამუკა კობახიძე, ასევე „რუბინის“ ამჟამინდელი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ადრე იყო გამოძახებული, მაგრამ კორონავირუსის გამო ბოლო მატჩები გამოტოვა.

მარჯვენა ფლანგზე

რაც შეეხება ხვიჩას, ის ნაკრებში ძირითადად თამაშობს მარჯვნიდან და არა მარცხნიდან, როგორც „რუბინში“. მარცხნივ ქართველებს დიდი კონკურენცია აქვთ – ამ პოზიციაზე ძირითადად 27 წლის ვალერი ყაზაიშვილი თამაშობს, ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელი, ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ლეგიონერი, რომელმაც ჰოლანდიის „ვიტესში“ 6 სეზონი ითამაშა. მემარჯვენე ხვიჩასთვის მარჯვნივ თამაში პრობლემა არ არის, ამიტომ ვაისმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე სათადარიგოებში არ დაესვა და მეორე ფლანგზე გადაიყვანა.

ხვიჩამ ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლის გარდა, ანგარიშზე ჩაიწერა ერთი საგოლე გადაცემა (ესტონეთთან- 1:0) და ერთი მოპოვებული პენალტი (ჩრდილოეთ მაკედონიასთან – 1:1). სტატისტიკური პორტალ Whoscored- ის შეფასების თანახმად, ხვიჩა ერთა ლიგის ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეა (რეიტინგი 8,13 ქულა). საშუალოდ, ის 5,3 დრიბლინგს აკეთებს მატჩში, 1,3-ჯერ არტყამს და 1,3 საკვანძო გადაცემას ასრულებს.

ხვიჩა ევროპის ჩემპიონატზე, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებაა „რუბინისთვის“. კონკრეტულად, „რუბინს” ხვიჩას ევრომოგზაურობა დიდ წარმატებას და ფულს მოუტანს. ვითარება იმის იდენტური არაა, როდესაც კლუბი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრებში სერდარ აზმუნის თამაშს უკავშირებდა. ფასი და შეთავაზებების დონე ნამდვილად ამაზე იყო დამოკიდებული: მოთამაშე ზრდასრულ ასაკში ფორმის პიკში იმყოფებოდა.

ხვიჩას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ის გაცილებით ახალგაზრდაა, ახლაც მხოლოდ მას უყურებენ და ევრო-2020 სკაუტებისა და ტოპ-კლუბების მენეჯერების წინაშე თავის გამოსაჩენად უზარმაზარი ვიტრინაა. შეიძლება, ხვიჩამ არ გაიტანოს, მაგრამ პენალტი მოიპოვოს და ევროპული კლუბები მაინც დაინტერესდნენ – სწორედ მისი ასაკის, ევროს მონაწილე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის სტატუსისა და მისი გაბედული სტილის გამო. ალბათ ძნელი იქნება ნიდერლანდებთან თავის გამოჩენა, მაგრამ ავსტრიასთან და უკრაინასთან „გასროლა“ სავსებით შეუძლია.

„რუბინს“ წელს ევროტურნირებზე მოხვედრა გაუჭირდება, მაგრამ საუკეთესო მოთამაშეებით ევროპაზე წარდგენა შეუძლია. ხორვატ ფილიპ ურემოვიჩს, შვედ კარლ სტარფელტსა და ქართველებს, ზურიკო დავითაშვილსა და კვარაცხელიას შეუძლიათ ტურნირზე გასვლა და თავიანთ ეროვნულ გუნდებში ყაზანის კლუბი წარმოადგინონ.

რა თქმა უნდა, ხვიჩას დიდი მოლოდინი უკავშირდება. თუ ის აჩვენებს საბრენდო დრიბლინგებს, პასებსა და შეტევაში ისეთივე ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორც ბოლო მატჩებში, მაშინ „რუბინისთვის“ ნამდვილად მოგება გახდება.

დღეს, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სავარაუდო ფასად 10-15 მილიონი ევრო სახელდება, მაგრამ საქართველოს ევრო2020-ზე მოხვედრას ფასის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. ცხადია, ასეთი ღირებულ აქტივთან დროზე ადრე შელევას „რუბინი“ არ ჩქარობს.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაგრძელდება. თუ 12 ნოემბერს ხვიჩა და მისი ეროვნული გუნდი ტურნირის საგზურს მოიპოვებენ, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ევრო2020-მდე „რუბინიდან“ ქართველის წასვლა გამოირიცხება.