ერთი გოლი ორ მატჩში - ლიგა2-ში „შუქურა“ გალიდერდა (ვიდეო)
ერთი გოლი ორ მატჩში - ლიგა2-ში „შუქურა“ გალიდერდა (ვიდეო)

ეროვნულ ლიგა2-ში მეორე ტურის მატჩები დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ხუთი მატჩი გაიმართა და მასპინძლებმა ვერც ერთის მოგება ვერ მოახერხეს.

პირველი დღისგან განსხვავებით, მეორე დღეს თავდამსხმელებმა შედეგიანობით თავი ვერ გამოიჩინეს და ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ დუშეთის „არაგვმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

გოლი მხოლოდ ზუგდიდის „დინამოსა“ და მარტვილის „მერანის“ შეხვედრაში გავიდა. განმუხურის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მარტვილელებმა 45-ე წუთზე გახსნეს – თეიმურაზ შარაშენიძე პენალტი გამოიყენა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი იყო, მარტვილელებმა კი გასვლაზე 1:0 მოიგეს.

ორი ტურის შემდეგ გათამაშებას 6 ქულით ქობულეთის „შუქურა“ ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი 4-4 ქულით „ვიტ ჯორჯია“ და ბოლნისის „სიონი“ ინაწილებენ.