ერთი გარდაცვლილი და ორმოცამდე დაშავებული - ტრაგედია მადაგასკარში
ერთი გარდაცვლილი და ორმოცამდე დაშავებული - ტრაგედია მადაგასკარში

ანტანანარივოში, საფეხბურთო სტადიონზე ორმოცამდე ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. ინციდენტი აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ მოხდა, სადაც ერთმანეთს მადაგასკარი და სენეგალი ხვდებოდნენ.

სტადიონთან შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს შეხვედრის ორგანიზატორებმა, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, მხოლოდ ერთი შესასვლელი გაუხსნეს, ისიც თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ჭყლეტვის შედეგად კი ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

მაჰამასინას მუნიციპალური სტადიონი 22 000 მაყურებელს იტევს. მადაგასკარისა და სენეგალის მატჩისთვის ბილეთები მთლიანად გაიყიდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ გააღეს ორგანიზატორებმა მხოლოდ ერთი შესასვლელი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის სტადიონებზე მსგავსი ინციდენტი ხდება. გულშემატკივარი კონტინენტის საფეხბურთო კონფედერაციისგან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ გადადგმულა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს მადაგასკარსა და სენეგალს შორის, ის ფრედ – 2:2 დასრულდა.