ერთი ბრინჯაოს შანსი იაპონიიდან | ოსაკას გრანდ სლემი [ვიდეო]
ერთი ბრინჯაოს შანსი იაპონიიდან | ოსაკას გრანდ სლემი [ვიდეო]

უშანგი მარგიანი წლის ბოლო დიდი მუზარადის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, ნახევარფინალამდე მივიდა, იქ კი მასპინძელ შიოჩირო მუკაისთან დამატებით დროში დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მესამე ადგილისთვის შეხევდრაში, მარგიანი კიდევ ერთ იაპონელს – სანშირო მურაოს შეხვდება.

ნახევარფინალამდე უშანგი მარგიანმა ჯერ ავსტრალიელი სებასტიან ტემესი იპონით დამარცხა.

შემდეგ ასევე იპონით,  მასპინძელთა გამოცდილი ფალავანი – მაშუ ბეიკერი დაამარცხა.

რაც შეეხება მეოთხედფინალს აქ მარგიანმა ჩეხი სპორტსმენი დაამარცხა. დევიდ კალმეტერს უშანგიმ დამატებითი დროის მეორე წუთზე აღებული ვაზაარით მოუგო.

დღესვე ტურნირზე მედლები 100 კილოგრამ და მძიმე წონით კატეგორიებშიც თამაშდება, სადაც შესაბამისად ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი ასპარეზობდნენ. ლიპარტელიანმა ჯერ ყაზახ კოზიაბაიევს იპონით მოუგო.

მერვედფინალში კი ბრაზილიელ ბუზაკარინთან დამატებით დროში დამარცხდა.

რაც შეეხება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გურამ თუშშვილს, იგი ტურნირშ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰოლანდილე ჰენკ გროლს დაუპირისპირდა და ვაზაარით წააგო.