ერთად საქართველოსთვის - „საბურთალომ“ ევროსაგზურის მფლობელებს მიულოცა
ერთად საქართველოსთვის - „საბურთალომ“ ევროსაგზურის მფლობელებს მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ თბილისის „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა, ასევე ევროსაგზურის მფლობელ კლუბებს ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლა უსურვა.

„ვულოცავთ „დინამო“ თბილისსა და მის გულშემატკივრებს ჩემპიონობას. თანაქალაქელებს წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე! „დინამო“ ბათუმსა და მის ქომაგებს ვულოცავთ ვიცე-ჩემპიონობას. 2020 წელს აჭარლებს წარმატებას ვუსურვებთ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე! ასევე, ვულოცავთ დედაქალაქურ „ლოკომოტივსა“ და მის გულშემატკივრებს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებას. რკინიგზელებს წარმატებას ვუსურვებთ ევროასპარეზზე – ერთად საქართველოსთვის!“ – წერია „საბურთალოს“ წერილში.