ერთა თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ცნობილია - ჯვაროსნები ბელარუსს დაუპირისპირდებიან
ერთა თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ცნობილია - ჯვაროსნები ბელარუსს დაუპირისპირდებიან

ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში ყველა ჯგუფის შეხვედრები დასრულდა. კოსოვოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 4:0 სძლია და ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეც გაირკვა – „ჯვაროსნები“ მესამე ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა, რაც „დ“ დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობა გაინაღდეს და „დ“ დივიზიონში საუკეთესო, მე-40 რეიტინგი მოიპოვეს.

ამავე რეიტინგის საფუძველზე დაწყვილდებიან „ერთა ლიგის“ ნახევარფინალისტები – მე-40 გუნდი 43-ეს უმასპინძლებს, ხოლო 41-ე ადგილზე მყოფი – 42-ე ადგილოსანს. ფინალური მატჩის მასპინძლის ვინაობა კი წილისყრით გადაწყდება.

საქართველო 16 ქულა აქვს, მაკედონიას – 15, ხოლო კოსოვომ ბელარუსის მსგავსად 14 დააგროვა. მაგრამ ბალკანელებმა ბურთების უკეთესი სხვაობით (15:2-ზე, ანუ პლუს 13) ბელარუსს (10:0-ზე ანუ პლუს 10) გაასწრეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ამგვარად, საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს თბილისში უმასპინძლებს, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩი ისე ჩაატარა, რომ საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია. ,,დ“ დივიზიონის მეორე ნახევარფინალური წყვილში მაკედონია კოსოვოს მიიღებს. „ერთა ლიგის“ ნახევარფინალური მატჩები 2020 წლის გაზაფხულზე შედგება.