ერთა ლიგის წილისყრა | ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - კმაყოფილები ვართ, ძალიან კარგი ჯგუფია #1TVSPORT
ერთა ლიგის წილისყრა | ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - კმაყოფილები ვართ, ძალიან კარგი ჯგუფია #1TVSPORT

ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ საკუთარი აზრი დააფიქსირა ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა და წილისყრის შედეგებით კმაყოფილება არ დამალა.

უეფა-ს შტაბბინაში გამართულმა წილისყრამ საქართველოს ნაკრები C ლიგის „დ“ ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მოახვედრა.

„მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგ ჯგუფში მოვხვდით და ამით ბედნიერები ვართ. ჩვენი მიზანია, პირველი ადგილი დავიკავოთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღიარა პეტროვმა.

ცნობილია, რომ ჯგუფში სამი თამაში 6-დღიან მონაკვეთში ჩატარდება. ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს იოლი არ იქნება.

„ვიცით, რომ ზედიზედ სამ თამაშს ვითამაშებთ, რაც ადვილი არ იქნება. თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მინდა ყველას მივულოცო საშობაო არდადეგები და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს – გაერთონ, იყვნენ ჯანმრთელები და ვიზრუნოთ იმაზე, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“.