ერთა ლიგის საპრიზო ფონდი გაიზარდა
ერთა ლიგის საპრიზო ფონდი გაიზარდა

 

უეფა ერთა ლიგის მონაწილეებისთვის საპრიზო ფონდის გაზრდას აპირებს. ტურნირში მონაწილეობისთვის „A“ ლიგის გუნდები 2,25 მილიონი ევროს მიიღებენ, „B“ ლიგის გუნდები 1,5 მილიონს, „C” ლიგის გუნდები 1,125 მილიონს, „D“ ლიგის გუნდები კი 750 000 ევროს.

დამატებით ამავე რაოდენობის თანხას მიიღებენ ჯგუფური ტურნირების გამარჯვებული კლუბები. აქამდე საპრიზო ფონდი შემდეგნაირად იყო გადანაწილებული – „A“ ლიგა – 1,5 მილიონი ევრო, „B“ ლიგა – მილიონი ევრო, „C” ლიგა – 750 000 ევრო და „D“ ლიგა – 500 000 ევრო.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშებაში საქართველოს ნაკრები „D” ლიგაში ასპარეზობს. გამართული ორი მატჩიდან გუნდმა ორივე მოიგო, ჯერ ყაზახეთტან 2-0, შემდეგ ლატვიასტან 1-0. ამ ეტაპზე ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ტურნირის მესამე შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას წინააღმდეგ გამართავს.