ერთა ლიგის პლეი ოფი | საქართველოს ნაკრების ქომაგებმა ერევანში მსვლელობა მოაწყვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ერევანში ქართველი ქომაგების მსვლელობა გაიმართა.
პარალელურად, ადგილობრივი ქომაგების მსვლელობაც მოეწყო და სომხეთის პოლიციამ ეს ორი ნაკადი ერთმანეთს აარიდა. თუმცა ქართველი ფანების მიმართ მოსახლეობა მხოლოდ ინტერესსა და კეთილგანწყობას ავლენდა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის გუნდებს შორის 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.