ერთა ლიგის „ოთხთა ფინალს“ იტალია უმასპინძლებს
ერთა ლიგის „ოთხთა ფინალს“ იტალია უმასპინძლებს

2021 წლის ოქტომბერში ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის „ოთხთა ფინალს“ იტალია უმასპინძლებს.

როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი წერს, „ოთხთა ფინალის“ მიღება სამ ქვეყანას სურდა, რომლებიც A ლიგის პირველ ჯგუფში თამაშობდნენ: იტალიას, ნიდერლანდებსა და პოლონეთს. საბოლოოდ, პლეი ოფის ჩატარების უფლება ამ ჯგუფის გამარჯვებულმა იტალიას მოიპოვა.

ოფიციალურად „ოთხთა ფინალის“ ჩატარების ადგილს დაამტკიცებენ უეფას აღმასკომის სხდომაზე, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება ნახევარფინალური წყვილების წილისყრა. ტურნირში ითამაშებენ: იტალია, საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი.

ნახევარფინალები 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 10 ოქტომბერს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია პორტუგალიის ნაკრები.

დატოვე კომენტარი