ერთა ლიგის ნახევარფინალი - ჰოლანდია-ინგლისი
ერთა ლიგის ნახევარფინალი - ჰოლანდია-ინგლისი

ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ჰოლანდიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ორივე გუნდი კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება.

ინგლისის ნაკრებს ზედიზედ ბოლო ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული, რომლებშიც 18 ბურთის გატანა შეძლო. ინგლისი და ჰოლანდია ერთმანეთს ბოლოს 2018 წელს ამხანაგურად გაეჯიბრნენ და ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს.

დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც პორტუში გამართულ პირველ ნახევარფინალში შვეიცარიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუს ჰედ-თრიკის წყალობით, ანგარიშით 3:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალურ ეტაპს პორტუგალია მაპინძლობს.

დღევანდელი შეხვედრა ჰოლანდიასა და ინგლისს შორის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.