ერთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრის დეტალები გაირკვა – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები B ლიგის მესამე კალათაშია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო სეზონში, B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია განთესილი – ამის შესახებ ინფორმაციას Football Meets Data ავრცელებს.
ერთა ლიგის 2026 წლის ჯგუფური ეტაპის შედეგები და სატურნირო ცხრილი განსაზღვრავს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათებს.
ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას პირველ კალათაში იქნებიან ერთა ლიგის A დივიზიონის ის გუნდები, რომლებიც 1-3 ადგილებს დაიკავებენ. მეორე კალათაში A დივიზიონის მეოთხე და B დივიზიონის პირველ-მეორეადგილოსნები მოხვდებიან. მესამე კალათში – B დივიზიონის ჯგუფების 3-4-ადგილოსნები და C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები. რაც შეეხება მეოთხე კალათას, ის დაკომპლქტდება C დივიზიონის 2-4-ადგილოსანი ნაკრებებისგან, ხოლო მეხუთე კალათაში D დივიზიონის ნაკრებები განთავსდებიან.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონში წილისყრისას მესამე კალათაშია სლოვენიასთან, ირლანდიასა და რუმინეთთან ერთად – ეს გუნდები წილისყრისას ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.
ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თუ ვერ გავლენ, ევრო 2028-ის პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდან ექნებათ.
ერთა ლიგა 2026-27. B ლიგა
I კალათა
შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.
II კალათა
შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.
III კალათა
სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.
IV კალათა
შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.
📊 Pots for the next edition of 🏁 UEFA Nations League are already known.
🗓️ Draw: early 2026
🏁 UNL placement will determine pots for EURO 2028 qualifiers:
Pot 1⃣: League A teams finishing 1st-3rd in each group
Pot 2⃣: League A teams finishing 4th, League B teams finishing… pic.twitter.com/uJHBg7wnzB— Football Meets Data (@fmeetsdata) September 12, 2025