ერთა ლიგაზე ყაზახეთი ლატვიას დაუზავდა [ვიდეო]

ყაზახეთის ნაკრებმა შინ ლატვიასთან გამარჯვება ვერ მოახერხა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ეს გუნდები ერთა ლიგაზე „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.

„ასტანა-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – 37-ე წუთზე თავი გარფუჟან სიუმბაევმა გამოიჩინა 1-0. თუმცა, შესვენების შემდეგ ბალტიისპირელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 49-ე წუთზე ყააზახების კარი დენის რაკელმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1-1.

ყაზახეთი ხუთი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ლატვია კი სამი ქულით – მესამეზე. შეგახსენებთ, რომ 23:45 საათზე საქართველო გასვლაზე ანდორას შეხვდება. ბოლო ტურში კი 19 ნოემბერს „დინამო-არენაზე“ „ჯვაროსნები“ ყაზახებს უმასპინძლებენ.