ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელმა იტალიასთან პლეი ოფის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელმა იტალიასთან პლეი ოფის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც იტალიასთან 24 მარტს (პალერმოში), 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში მატჩისთვის მოემზადებიან.

მილევსკიმ დღეს გამოაქვეყნა სია. ელიფ ელმასი და ტიხომირ კოსტადინოვი, რომლებიც ყვითელი ბარათების გამო, პალერმოში გუნდს ვერ დაეხმარებიან, მაგრამ მოგების შემთხვევაში, პლეი ოფის ფინალში გამოსვლის უფლება ექნებათ.

სიაში მხოლოდ ორი ახალი სახელია – „დებრეცენის“ ნახევარმცველი დავიდ ბაბუნსკი და „შკუპის“ ფეხბურთელი კრისტიან ნაუმოვსკი. მაკედონიის ნაკრები 20 მარტს, სკოპიეში შეიკრიბება, ხოლო 22 მარტს ჩარტერული რეისით პალერმოში გაემგზავრება.

მეკარეები: სტოლე დიმიტრევსკი („რაიო ვალეკანო„, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი („დოქსა“, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი („შკუპი“)

მცველები: სტეფან რისტოვსკი („დინამო“, ხორვატია), დარკო ველკოვსკი („რიეკა“, ხორვატია), ვისარ მუსლუი („ინგოლშტადტი“, გერმანია), კირე რისტევსკი (აელ, კვიპროსი), ტოდორ ტოდოროვსკი („სერედი„, სლოვაკეთი), სტეფან აშკოვსკი („სეპსი“, რუმინეთი), ნიკოლა სერაფიმოვი („ზალაეგერშეგი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ადრიან ადემი („დინამო„, ხორვატია), ელიფ ელმასი („ნაპოლი“, იტალია), სტეფან სპიროვსკი (მტკ, უნგრეთი), ენის ბარდი („ლევანტე“, ესპანეთი), ტიხომირ კოსტადინოვი („პიასტი“, პოლონეთი), ჯანი ატანასოვი („ჰაიდუკი“, ხორვატია), ელდარ რაკიპი („მალმიო“, შვედეთი), ბობან ნიკოლოვი („შერიფი“, მოლდოვა), დავიდ ბაბუნსკი („დებრეცენი“, უნგრეთი), ეზგიან ალიოსკი („ალ აჰლი“, საუდის არაბეთი)

თავდამსხმელები: ადის იაჰოვიჩი („გიოზთეფე“, თურქეთი), მილან რისტოვსკი („ტრნავა“, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (მტკ, უნგრეთი), დარკო ჩურლინოვი („შალკე“, გერმანია), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი („ალ ფაისალი“, საუდის არაბეთი), ველონ ეთემი („ისტანბულსპორი“, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი („დებრეცენი“, უნგრეთი)