ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქე სომხეთის ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი დაუნიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქე სომხეთის ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი დაუნიშნეს
ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქეს სომხეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე ცნობილი ესპანელი სპეციალისტის ხოაკინ კაპაროსის დანიშვნის შესახებ დაწერა.
64 წლის მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „სევილია“ – 2018-19 წლების სეზონში.
კაპაროსმა კარიერაში პირველად ჩაიბარა ეროვნული ნაკრები. მისი კონტრაქტი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2021 წლის ნოემბრამდე იქნება ძალაში.
სომხეთი ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში C დივიზონის მეორე ჯგუფში ითამაშებს საქართველოს, ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან.