ერთა ლიგა | უნგრეთის ნაკრებში, შესაძლოა, უკრაინელი მწვრთნელი დაინიშნოს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როსი, შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს, მის ნაცვლად კი უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი დაინიშნოს, – ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Sport.ua ავრცელებს.
„უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკო როსი, შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს. მის შემცვლელად მთავარ კანდიდატად სერგეი რებროვი განიხილება. უკრაინელ სპეციალისტს უნგრეთში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს: 2018-2021 წლებში ის „ფერენცვაროშს“ ხელმძღვანელობდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რებროვი დაინტერესებულია უნგრეთის ნაკრებში მუშაობით და, სავარაუდოდ, სხვა რამდენიმე შეთავაზებაზე უარიც კი თქვა, რათა ამ პოზიციაზე დანიშვნის შესაძლებლობას დალოდებოდა,“ – წერს უკრაინული გამოცემა.
22 აპრილს რებროვი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ის გუნდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა. მწვრთნელმა ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა ვერ შეძლო. მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივლისამდე იყო გათვლილი.
უნგრეთის ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს 2 ოქტომბერს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უმასპინძლებს.