ერთა ლიგა - სომხეთი ჩრდილოეთ მაკედონიას ნიქოზიაში უმასპინძლებს
ერთა ლიგა - სომხეთი ჩრდილოეთ მაკედონიას ნიქოზიაში უმასპინძლებს

ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მე-6 ტურის მატჩი სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის 18 ნოემბერს, კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიაში გაიმართება, – ეს ინფორმაცია უკვე უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა.

მატჩი ნიქოზიას GSP სტადიონზე გაიმართება, სადაც „აპოელი“ და კვიპროსის სხვა კლუბები თამაშობენ. სომხეთის ნაკრები იძულებულია, საშინაო შეხვედრები, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშოს, რადგან ახლა სომხეთი აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაშია. ამის გამო საქართველოს ნაკრებს პოლონეთის ქალაქ ტიხში უმასპინძლა.

რა თქმა უნდა, ნოემბრის ციკლში ეს მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მეორე პლანზეა. მთავარი მატჩი იგორ ანგელოვსკის გუნდისთვის ევრო2020-ის პლეი-ოფის ფინალია, რომელიც 12 ნოემბერს თბილისის „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

სამი დღის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია სკოპიეში, ერთა ლიგის მე -5 ტურში ესტონეთს უმასპინძლებს და ბოლოს, კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.