ერთა ლიგა | საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება #1TVSPORT
ერთა ლიგა | საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლარნაკაშია, სადაც ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს კვიპროსის ნაკრებთან გამართავს – მატჩი 25 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ირის ანტმანის გუნდი კვიპროსში 24 თებერვალს ჩავიდა და მატჩის წინ თამაშის მასპინძელ, აეკ-ის სტადიონზე ივარჯიშა. ერთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა 2:1 მოიგო – საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა დაამარცხა, კვიპროსმა კი – მალტა.

2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები ანდორასთან, კვიპროსსა და მალტასთან ერთად მეორე ჯგუფში ასპარეზობს.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“, თბილისი).

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი“), ანი აკობიძე („ლანჩხუთი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ლიზი კანკია („კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია („კვარტალი“, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი).

C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.