ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრებმა ვეღარც ესტონეთს მოუგო
ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრებმა ვეღარც ესტონეთს მოუგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ბოლო შეხვედრა „დინამო-არენაზე“ ესტონეთთან მძიმე ფონზე გამართა. ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდნენ ახალი დროებითი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგების შემდეგ გადამდგარი ვლადიმირ ვაისი შეცვალა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრამდე მხოლოდ ერთი სტიმული ჰქონდა – შეეძლო ჯგუფში მეორე ადგილზე გასულიყო, თუ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია სომხეთს დაამარცხებდა. თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად სომხეთმა 1:0 გაიმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და B დივიზიონში აღზევდა.

გუნდს თამაშის წინ დააკლნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა საბა კვირკველია დათა ხოჭოლავათი შეცვალა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ჯიმი ტაბიძე დააყენა.

თამაშის დღეს წამოსული წვიმა არც მატჩის მსვლელობის დროს შემწყდარა. ისედაც რთულ ფსიქოლოგიური მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი ნაკრების ამოცანას ესეც ართულებდა.

ჯვაროსნები ცდილობდნენ კართან მიახლოებას, მაგრამ არც სისწრაფე ჰყოფნიდათ და შორიდანაც ვერ თუ არ არტყამდნენ. პირველად ეს მე-12 წუთზე ჯაბა კანკავამ სცადა და ესტონელთა კართან უცებ ხიფათი შეიქმნა – მეკარეს ბურთი დაუვარდა. მართალია, ჩვენმა თავდამსხმელმა ვერ მიასწრო, მაგრამ სტუმრებისთვის მაინც უსიამოვნო ეპიზოდი იყო.

პირველი რეალური მომენტი საქართველოს ნაკრებმა 26-ე წუთზე შექმნა – ესტონელთა მცველს საჯარიმოსთან ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა აართვა და საჯარიმოში შევარდა, მაგრამ კარს ააცილა.

გავიდა სამი წუთი და ნიკა კვეკვესკირის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში გახსნილ ნიკა კაჭარავას შეტევის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მან კი კარში დაარტყა და ვითარება განიმუხტა. პირველ ნახევარში ჩვენს ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და მეტოქის კართან ვითარება გაამწვავა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. 62-ე წუთზე შორიდან სცადა ბედი ჯაბა კანკავამ, 66-ეზე კი ვაკო ყაზაიშვილმა და ორივემ კარს ააცილა.

რამაზ სვანაძემ ამ დროს სცადა შეტევების გაძლიერება და ზუკა დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე მარჯვენა ფლანგიდან ზეწოლის გასაზრდელად გიორგი პაპუნაშვილი შეიყვანა. სულ რაღაც ორ წუთში მან მეკარესთან პირისპირ ნიკა კაჭარავა გაიყვანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ნახევრაში მეტოქე ყველაზე მეტად ისევ პაპუნაშვილმა აანერვიულა, როდესაც მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. ასევე სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა 76-ე წუთზე ყაზაიშვილის გასროლა.

საქართველო – ესტონეთი 0:0

18. 11. 2020. თბილისი. სტადიონი „დინამო-არენა“. უმაყურებლოდ.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (46. გრიგალავა), ტაბიძე – კანკავა, კვეკვესკირი – დავითაშვილი (66. პაპუნაშვილი), ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (85. მიქელთაძე) – კაჭარავა (78. ლობჯანიძე)

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, კვერკველია, დაუშვილი, აბურჯანია, გვილია, ნავალოვსკი, დვალი

ესტონეთი: ჰეინე- ტენისტე (81. ლილანდერი), ტამი, კუსკი, პიკი – კრეიდა, სომეტსი (79. მილერი) – ზენიოვი (79. მარინი), ვასილიევი, სინიავსკი (86. ლივაკი) – საპინენი (86. ანიერი )

სათადარიგოები: მეერიტსი, სორგა, იარველაიდი, აინსალუ, პურგი

მთავარი არბიტრი: ილჰან პელტო (ბოსნია-ჰერცოგოვინა)

გაფრთხილებები: კრეიდა (44), კუსკი (45), სოომეტში (60), კაშია (87)