ერთა ლიგა | საქართველოს მეტოქეს, ბულგარეთის ნაკრებს სერბი სპეციალისტი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ერთა ლიგა | საქართველოს მეტოქეს, ბულგარეთის ნაკრებს სერბი სპეციალისტი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებს სერბი სპეციალისტი, მლადენ კრსტაიჩი უხელმძღვანელებს.

კრსტაიჩი მაისამდე ჰაიფასმაკაბში“ მუშაობდა და გუნდი ჩემპიონი გახადა. სერბი მწვრთნელი შეხვდა ბულგარეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბობი მიხაილოვს და ტექნიკურ დირექტორს, გეორგი ივანოვს, რომელმაც ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანამდებობაზე დროებით შეცვალა იასენ პეტროვი, რომელმაც პოსტი საქართველო 2:5-ის წაგების შემდეგ დატოვა.

ორ მხარეს შორის კონტრაქტი გაფორმდა და კრსტაიჩი მუშაობას ოფიციალურად სექტემბერში დაიწყებს. მისი დებიუტი 23 სექტემბერს გიბრალტარის წინააღმდეგ შედგება. სამი დღის შემდეგ ბულგარეთი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ორივე თამაში ერთა ლიგაზე გაიმართება, სადაც ბულგარეთის ნაკრებმა ოთხ მატჩში სამი ქულა მოიპოვა.

მლადენ კრსტაიჩმა სერბეთი 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. მწვრთნელად ასევე მუშაობდა „ბაჩკა პალანკაში“ და თელ-ავივის „მაკაბიში“. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა კომენტარმა, რომელიც სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გააკეთა შვეიცარიასთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის (1:2) შემდეგ, როდესაც მსაჯობით აღაშფოთებულმა განაცხადა, რომ ამ მატჩის მსაჯი იმსახურებს, ჰააგის სასამართლოში რომ გაასამართლონო.

მლადენ კრასტაიჩმა ბულგარეთის ფედერაციასთან შეათანხმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ნაკრებს 2024 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს, თვეში კი დაახლოებით 20 000 ევროს მიიღებს.