ერთა ლიგა | პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ერთა ლიგა | პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა, whoscored-მა შეადგინა, რომელმაც საქართელოს ნაკრებიდან მეკარე გიორგი მამარდაშვილი (7,9), ნახევარმცველები – გიორგი ქოჩორაშვილი (7,8) გიორგი ჩაკვეტაძე (7,6) და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე (8,8) გამოარჩია.

„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა სომხეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა და არა მხოლოდ მატჩის, არამედ სათამაშო დღის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო სამეულშია.

ფოტო: Nakrebi.ge