ერთა ლიგა - მაკედონიამ პენალტებით გაიმარჯვა
ერთა ლიგა - მაკედონიამ პენალტებით გაიმარჯვა

ერთა ლიგის C2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, პირველი შეხვედრა სკოპიეს „ტოდორ პროისკის“ ეროვნული არენაზე გაიმართა – ჩრდილოეთ ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მსვლელობისას სამი გოლი გავიდა და სამივე – პენალტით. მეხუთე წუთზე ანგარიში მასპინძელთა მოთამაშე ეგზიან ალიოსკიმ გახსნა, 38-ე წუთზე ილია ნესტოროვსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში ტიგრან ბარსეგიანმა დააფიქსირა, რომელიც სტუმართა შორის ყველაზე სახიფათო იყო – 2:1.

მეორე ტაიმში საინტერესო ის იყო, რომ ბალკანელთა ვეტერანი თავდამსხმელი, გორან პანდევი მეოდანზე 61-ე წუთზე ნესტეროვსკის ნაცვლად გამოჩნდა. ბარსეგიანს გოლამდეც შეეძლო გატანა, მაგრამ 73-ე წუთზე ძელს მოარტყა. თავის გამოჩენა შეეძლო არტაკ გრიგორიანსაც, რომელმაც შვიდი-რვა მეტრიდან იდეალური პოზიციიდან ვერ გაიტანა. მატჩის ბოლოს მოედანზე სომხეთის ნაკრები დომინირებდა, მაგრამ გათანაბრება ვეღარ მოახერხა.

სტუმართა კარში ნატურალიზებული მეკარე დავიდ იურჩენკო იდგა, ხოლო ნახევარდაცვაში ასევე ნატურალიზებული კოლუმბიელი ნახევარმცველი ვბეიმარ ანგულო ჰყავდათ, რომელის „განძასარის“ მოთამაშეა. ასევე ითამაშა შვედეთში დაბადებულმა სომეხმა ანდრე კალიშირმა, სოჭში დაბადებულმა „ხიმკის“ შემტევმა არშაკ კორიანმა და არგენტინაში მაცხოვრებელმა სომეხმა ალბერტო ბრიასკო ბალეკიანმა. მაგრამ მათი ლიდერი, ჰენრიჰ მხითარიანი გუნდს არ ეხმარებოდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მაკედონიურმა მედიამ სტეფან რისტოვსკი დაასახელა.

ერთა ლიგა

მაკედონია – სომხეთი 2:1

გოლები: 10 ალიოსკი (5. პ), 2:0 ნესტოროვსკი (38. პ), 2:1 ბარსეგიანი (90+4. პ)

მაკედონია: შიშკოვსკი, რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, რისტევსკი (71. სპიროვსკი), ადემი, ნიკოლოვი (75. ტრაიკოვსკი), ალიოსკი, ბარდი, ილმასი, ნესტეროვსკი (61. პანდევი)

სომხეთი: იურჩენკო, ამბარცუმიანი, აროიანი, კალიშირი, ს. გრიგორიანი (46. ბაბაიანი), ა. გრიგორიანი, ვბეიმარ ანგულო, ჰოვანისიანი, კორიანი, ბაირამიანი (46. ბარსეგიანი), კარაპეტიანი (76. ბელეკიანი)

შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით თბილიში დაბრუნდება. ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი რვა სექტემბერს, „დინამო არენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.