ერთა ლიგა 2024-2025 | საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისში ჩეხეთთან ჩაატარებს - თამაშების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
ერთა ლიგა 2024-2025 | საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისში ჩეხეთთან ჩაატარებს - თამაშების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

ცნობილია გახდა საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპზე, რომლის წილისყრაც პარიზში 8 თებერვალს გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები იქნებიან.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:

I ტური | 7 სექტემბერი, 2024

საქართველო-ჩეხეთი

II ტური | 10 სექტემბერი, 2024

ალბანეთი-საქართველო

III ტური | 11 ოქტომბერი, 2024

უკრაინა-საქართველო

IV ტური | 14 ოქტომბერი, 2024

საქართველო – ალბანეთი

V ტური | 16 ნოემბერი, 2024

საქართველო – უკრაინა

VI ტური | 19 ნოემბერი, 2024

ჩეხეთი – საქართველო

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი – 2025 წლის ივნისში.