ერთა ლიგა 2024/25, A ლიგა | ესპანეთმა თითქმის მეორე შემადგენლობით დანიას მოუგო, შვეიცარია ისევ უქულოდაა [ვიდეო] #1TVSPORT
IV ჯგუფი
ფაქტები
* სერბეთმა შეწყვიტა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია.
* ალექსანდრ მიტროვიჩს კლუბსა და სერბეთის ნაკრებში ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი აქვს.
* ესპანეთის ნაკრები 18 ოფიციალური მატჩია არ აგებს – 16 მოგება და 2 ფრე. გუნდს ბოლო წაგება 2023 წლის მარტში შოტლანდიასთან ჰქონდა.
* ესპანეთის ნაკრებში არ იყო „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ არც ერთი ფეხბურთელი. წინა ასეთი შემთხვევა თითქმის ერთი საუკუნის წინ დაფიქსირდა – 1928 წლის ოლიმპიადაზე.
* ლამინ იამალმა მე-17 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში. სრულწლოვან ასაკამდე ევროპაში არც ერთ ფეხბურთელს ასეთი რამისთვის არ მიუღწევია.
* ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ევრო 2024-ის ფინალის მხოლოდ ოთხი მონაწილე იყო.
* მარტინ სუბიმენდიმ ესპანეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.
* სუბიმენდისთვის ეს იყო პირველი გოლი კარიერაში, რომელიც საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა.
* ესპანეთმა 25-ჯერ დაარტყა კარში, რაც ერთა ლიგაზე პირადი რეკორდის გამეორებაა (ამდენი დარტყმა ჰქონდა 2020 წლის სექტემბერში უკრაინის წინააღმდეგ).
ესპანეთი-დანია 1:0
გოლი: 1:0 სუბიმენდი (79)
ესპანეთი: დავიდ რაია, გრიმალდო, ლაპორტი, ვივიანი, პორო, ფაბიან რუისი, სუბიმენდი, ოიარსაბალი (62. ალექს ბაენა), პედრი (62. მიკელ მერინო), იამალი (90+3. სერხიო გომესი), ალვარო მორატა (78. ხოსელუ).
სერბეთი-შვეიცარია 2:0
გოლები: 1:0 ელვედი (45+1საკ. კარში), 2:0 მიტროვიჩი (61)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 5:1 | 7 |
| 1. დანია | 3 | 2 | 0 | 1 | 4:1 | 6 |
| 3. სერბეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 2:2 | 4 |
| 4. შვეიცარია | 3 | 0 | 0 | 3 | 1:8 | 0 |
IV ტური. 15 ოქტომბერი
22:45 შვეიცარია-დანია
22:45 ესპანეთი-სერბეთი