ერთა ლიგა 2020-21, VI ტური - მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ერთა ლიგა 2020-21, VI ტური - მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი შვეიცარიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გაუქმდა სტუმართა გუნდში კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევის გამო. თამაში აკრძალა ქალაქ ლუცერნის მთავრობამ.

* 0:6 – გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა ისტორიაში. მანამდე ასეთ შეხვედრად მიიჩნეოდა 3:8 მარცხი უნგრეთთან მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატზე.

* გერმანიამ 1958 წლის შემდეგ პირველად გაუშვა პირველ ტაიმში სამი გოლი.

* გერმანიამ პირველად წააგო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. იოახიმ ლიოვის გუნდს 12 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

* გერმანია 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად დამარცხდა დიდი ანგარიშით.

* მანუელ ნოიერი ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა გერმანიის ნაკრების მეკარეებს შორის. მან ეროვნულ გუნდში 96-ე მატჩი ჩაატარა და ზეპ მაიერს გაუსწრო.

* ფერან ტორესმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* ფერან ტორესი პირველი ესპანელი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც გერმანიის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* სერხიო რამოსმა 178-ე მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში. მან გაუსწრო მექსიკელ კლაუდიო სუარესს და გაუთანაბრდა ქუვეითელ ბადერ ალ-მუთვას. მეორე ადგილზეა ომანელი აჰმედ მუბარაქი (179) და პირველზე – ეგვიპტელი აჰმედ ჰასანი (184).

* ჟოაო ფელიქსმა ბოლო შვიდ მატჩში რვა გოლი გაიტანა.

 

A ლიგა

III ჯგუფი

ხორვატია-პორტუგალია       2:3

გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (29), 1:1 რუბენ დიაში (52), 1:2 ჟოაო ფელიქსი (60, 2:2 კოვაჩიჩი (65), 2:3 რუბენ დიაში (90)

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი – იურანოვიჩი, ლოვრენი, სკორიჩი, ბრადარიჩი – მოდრიჩი, როგი, კოვაჩიჩი (90+1. ბაშიჩი) – ვლასიჩი (83. ორსიჩი), პაშალიჩი (64. ბრეკალო), პერიშიჩი.

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო – ნელსონ სემედუ, რუბენ დიაში, რუბენ სემედუ, მარიო რუი (71. ჟოაო კანსელო) – დანილო პერეირა (77. სერჟიო ოლივეირა), ჟოაო მოუტინიო, ბრუნო ფერნანდეში (46. ტრინკაო) – ჟოაო ფელიქსი (71. ბერნარდო სილვა), კრიშტიანო რონალდო, დიოგო ჟოტა (77. პაულინიო).

გაძევება: როგი (51. ხორვატია)

საფრანგეთი-შვედეთი          4:2

გოლები: 0:1 კლაესონი (4), 1:1 ჟირუ (16), 2:1 პავარი (36), 3:1 ჟირუ (59), 3:2 კიასონი (88), 4:2 კომანი (90+5)

საფრანგეთი: ლორისი – პავარი, ვარანი (46. ზუმა), კიმპემბე, ერნანდესი (46. დინი) – სისოკო, რაბიო (78. ნ’ზონზი), პოგბა, ტურამი (57. მბაპე) – ჟირუ (84. კომანი), გრიზმანი.

  1. საფრანგეთი – 16
  2. პორტუგალია – 13
  3. ხორვატია – 3
  4. შვედეთი- 3

 

IV ჯგუფი

ესპანეთი-გერმანია  6:0

გოლები: 1:0 ალვარო მორატა (17), 2:0 ფერან ტორესი (33), 3:0 როდრი (38), 4:0 ფერან ტორესი (55), 5:0 ფერან ტორესი (71), 6:0 ოიარსაბალი (89)

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი – სერხი რობერტო, სერხიო რამოსი (43. ერიკ გარსია), პაუ ტორესი, ხოსე გაია – როდრი, კანალესი (17. ფაბიან რუისი) – ოლმო (73. მორენო), კოკე, ფერან ტორესი (73. მარკო ასენსიო) – ალვარო მორატა (73. ოიარსაბალი).

გერმანია (4-3-3): ნოიერი – გინტერი, ზიულე (46. ტა), კოხი, მაქსი – გორეტცკა (61. ნოიჰაუსი), გიუნდოგანი, კროოსი – სანე (61. ვალდშმიდტი), გნაბრი, ვერნერი (76. ჰენრიხსი).

შვეიცარია-უკრაინა                                             გაუქმდა

 

  1. ესპანეთი – 11
  2. გერმანია – 9
  3. უკრაინა – 6
  4. შვეიცარია -3

 

C ლიგა

I ჯგუფი

ლუქსემბურგი-აზერბაიჯანი       0:0

45-ე წუთზე სინანიმ (ლუქსემბურგი) ვერ გამოიყენა პენალტი

 

მონტენეგრო-კვიპროსი          4:0

გოლები: 1:0 იოვეტიჩი (14), 2:0 ბოლიევიჩი (25), 3:0 ბოლიევიჩი (28), 4:0 მუგოსა (60)

 

  1. მონტენეგრო – 13
  2. ლუქსემბურგი – 10
  3. აზერბაიჯანი – 6
  4. კვიპროსი – 4

 

D ლიგა

I ჯგუფი

ანდორა-ლატვია       0:5

გოლები: 0:1 ჩერნომორდისი (7), 0:2 იკაუნიექსი (57), 0:3 იკაუნიექსი (60), 0:4 გუტკოვსკისი (70-პენ), 0:5 რაიმონდსი (90-პენ)

გაძევება: გარსია (90. ანდორა)

 

მალტა-ფარერები     1:1

გოლები: 1:0 გიომიე (54), 1:1 იონსონი (70)

 

  1. ფარერები – 12
  2. მალტა – 9
  3. ლატვია – 7
  4. ანდორა – 2

 

II ჯგუფი

გიბრალტარი-ლიხტენშტაინი    1:1

გოლები: 1:0 ფრომელტი (17-საკ. კარში), 1:1 ფრიკი (44)

 

  1. გიბრალტარი – 8
  2. ლიხტენშტაინი – 5

3. სან მარინო – 2