ერთა ლიგა 2020-21. III ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ერთა ლიგა 2020-21. III ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

* გერმანიის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ერთა ლიგაზე. ამისთვის იოახიმ ლიოვის გუნდს შვიდი მატჩი დასჭირდა. მანამდე გერმანელებმა ოთხჯერ ითამაშეს ფრედ და ორჯერ წააგეს.

მხოლოდ შვიდ ქვეყანას არ აქვს მოგება ერთა ლიგაზე: ანდორას, ლატვიას, ისლანდიას, სან მარინოს, მალტას, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას.

* გერმანიის ნაკრებმა გააგრძელა წაუგებელი სერია, რომელიც ყველა ტურნირზე ცხრა მატჩს ითვლის – 5 მოგება და 4 ფრე. ბოლოს გერმანელებმა 13 თვის წინ, 2019 წლის სექტემბერში ნიდერლანდებთან წააგეს – 2:4.

* „ბაიერნის“ 25 წლის ნახევარმცველს ლეონ გორეტცკას ბოლო ოთხ სანაკრებო მატჩში ხუთი გოლი დაუგროვდა. სულ მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 26 მატჩი და 11 გოლია.

* უკრაინამ სამი მატჩი წააგო ზედიზედ ბურთების შეფარდებით – 2:13. გერმანიასთან მარცხამდე (1:2), ადრეი შევჩენკოს გუნდი ორჯერ განადგურდა – საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში (1:7) და ესპანეთთან ერთა ლიგაზე (0:4).

* უკრაინამ ევრო 2016 შემდეგ, პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე გუნდმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი დათმო.

* ესპანეთის ნაკრებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომლის დროსაც 11 მოიგო და ოთხჯერ ფრედ ითამაშა. ესპანელთა ბოლო მარცხი 2018 წლის 15 ნოემბერით თარიღდება – ეს იყო 2018-19 წლების ერთა ლიგის მეხუთე ტური ხორვატიასთან (2:4).

წაუგებელი სერიის რეკორდი ეკუთვნის იტალიის ნაკრებს – „სკუადრა აძურა“ 17 მატჩია არ დამარცხებულა და ეს სერია დღესაც გრძელდება.

* ესპანეთის ნაკრებს შინ ზედიზედ ექვსი მატჩია გოლი არ გაუშვია (ბურთების სხვაობა – 25:0). მხოლოდ ერთხელ ჰქონია ამ გუნდს უკეთესი სერია – შინ ზედიზედ რვა „მშრალი“ მატჩი 2008 წლის ივნისიდან 2009 წლის სექტემბერის პერიოდში.

* სერხიო რამოსმა 174-ე მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში, რაც მერვე შედეგია ფეხბურთის ისტორიაში. ესპანელმა იორდანიელ ამერი შაფის (173) გაუსწრო.

ევროპელ ფეხბურთელებს შორის, რამოსზე წინ მხოლოდ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია 176 მატჩით. ლიდერობას კი ინარჩუნებს აჰმედ ჰასანი, რომელმაც 1995-2012 წლებში ეგვიპტის ნაკრებში 184 მატჩი ჩაატარა.

 

A ლიგა

IV ჯგუფი

ესპანეთი-შვეიცარია          1:0

გოლი: 1:0 ოიარსაბალი (14)

ესპანეთი: დე ხეა – ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, გაია – მერინო, ბუსკეტსი – ოიარსაბალი (73. მორენო), ოლმო (57. კანალესი), ფერან ტორესი (88. როდრი) – ფატი (57, ტრაორე).

უკრაინა-გერმანია    1:2

გოლები: 0:1 გინტერი (20), 0:2 გორეტცკა (49), 1:2 მალინოვსკი (77-პენ)

გერმანია: ნოიერი – რიუდიგერი, ზიულე, გინტერი – კლოსტერმანი (90. ემრე ჯანი), კიმიხი, კროოსი, ჰალშტენბერგი – გორეტცკა, დრაქსლერი (80. ვერნერი) – გნაბრი (90+3. გნაბრი).

გათამაშების ცხრილი

  1. ესპანეთი – 7 ქულა (ბურთები – 6:1)
  2. გერმანია – 5 (4:3)
  3. უკრაინა – 3 (3:7)
  4. შვეიცარია   – 1 (2:4)

 

C ლიგა

I ჯგუფი

ლუქსემბურგი-კვიპროსი            2:0

გოლები: 1:0 სინანი (12), 2:0 სინანი (26)

 

მონტენეგრო-აზერბაიჯანი            2:0

გოლები: 1:0 იოვეტიჩი (9), 2:0 ივანოვიჩი (71)

გათამაშების ცხრილი

  1. მონტენეგრო – 9 (5:0)
  2. ლუქსემბურგი – 6 (4:2)
  3. აზერბაიჯანი – 3 (2:4)
  4. კვიპროსი – 0 (0:5)

 

D ლიგა

I ჯგუფი

ფარერები-ლატვია        1:1

გოლები: 0:1 იკაუნიექსი (25), 1:1 ფაერო (28)

 

ანდორა-მალტა                                             0:0

 

გათამაშების ცხრილი

  1. ფარერები – 7 (5:3)
  2. ლატვია – 3 (2:2)
  3. მალტა – 2 (3:4)
  4. ანდორა – 1 (0:1)

 

II ჯგუფი

ლიხტენშტაინი-გიბრალტარი

გოლი: 0:1 დე ბარი (10)

გათამაშების ცხრილი

  1. გიბრალტარი – 6 (2:0)
  2. ლიხტენშტაინი – 3 (2:1)

3. სან მარინო – 0 (0:3)