ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) კვირის მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) კვირის მოთამაშეები დაასახელა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს „ფილადელფიას“ ფორვარდი ბენ სიმონსი. მისი საშუალო სტატისტიკა სამ მატჩში იყო – 16.7 ქულა, 13.3 მოხსნა და 8.0 შედეგიანი პასი. „სიქსერზმა“ სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზეა კონფერენციაში.

დასავლეთის ლაურეატი გახდა „იუტას“ მცველი დონოვან მიტჩელი. ის თავის გუნდს 34.0 ქულით, 5.0 მოხსნითა და 5.0 შედეგიანი პასით დაეხმარა. „ჯაზმა“ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და დასავლეთის ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.