ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ MVP-ს ჯილდოს რეიტინგი განაახლა - ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერია #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ MVP-ს ჯილდოს რეიტინგი განაახლა - ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერია #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „უძვირფასესი მოთამაშის“ (MVP) ტიტულის პრეტენდენტთა ათეული განაახლა, სადაც პირველ ადგილს „ოკლაჰომა სიტის“ ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერი იკავებს.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა „ლეიკერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც „დენვერ ნაგეტსის“ ლიდერი ნიკოლა იოკიჩი ჩამოიტოვა. სერბი ცენტრალური თავდამსხმელი ტრავმირებულია.

სავარაუდოდ, შემდეგი განახლების დროს რეიტინგში იოკიჩი აღარ იქნება, რადგან MVP-ს ჯილდოს პრეტენდენტმა სეზონში, მინიმუმ, 65 მატჩი უნდა ჩაატაროს, ხოლო ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, იოკიჩი ამას ვერ შეძლებს.

მეოთხე ადგილზეა „სან ანტონიოს“ ფრანგი ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ ვემბანიამა, ხოლო მეხუთე პოზიციას „ბოსტონ სელტიქსის“ უკანახაზელი ჯეილენ ბრაუნი იკავებს.

MVP-ს პრიზისთვის ბრძოლის ფავორიტთა ტოპათეული:

  1. შაი გილჯეს-ალექსანდერი („ოკლაჰომა სიტი თანდერი“)
    2. ლუკა დონჩიჩი („ლეიკერსი“)
    3. ნიკოლა იოკიჩი („დენვერ ნაგეთსი“)
    4. ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო სპურსი“)
    5. ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონ სელტიქსი“)
    6. კეიდ კანინგემი („დეტროიტ პისტონსი“)
    7. დონოვან მიტჩელი („კლივლენდ კავალიერსი“)
    8. ტაირის მაქსი („ფილადელფია სევენთი სიქსერსი“)
    9. ენტონი ედვარდსი („მინესოტა ტიმბერვულვზი“)
    10. ჯამალ მარეი („დენვერ ნაგეთსი“)