ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს შარლოტის მცველი კემბა უოკერი. მისი საშუალო მონაგარი ოთხ მატჩში 34.8 ქულას, 5.5 მოხსნასა და 6.3 შედეგიან გადაცემას შეადგენდა. ჰორნეტსმა ამ ოთხ მატჩში სამი მოიგო და მეათე ადგილზეა აღმოსავლეთის ცხრილში.
დასავლეთში საუკეთესო იყო ოკლაჰომა-სიტის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. ის საშუალოდ მატჩში 22.0 ქულას, 12.7 მოხსნასა და 17.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ეს კალათბურთელი უკვე ზედიზედ მესამე სეზონს ასრულებს საშუალო სამმაგი დუბლით, რაც ისტორიაში არავის გაუკეთებია.
ოკლაჰომა მეექვსე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.