ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ  კვირის მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ  კვირის მოთამაშეები დაასახელა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო გამოარჩიეს. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამში გაიმარჯვა და საშუალოდ თითო შეხვედრაში 25.3 ქულა, 13.3 მოხსნა, 6.5 შედეგიანი პასი, 2.0 დაფარება და 1.0 ჩაჭრა დააგროვა. ბერძენი თამაშიდან 57-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა და სამ მატჩში მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ანტენტოკუნმპო კარიერაში კვირის მოთამაშედ მეათედ დასახელდა.

დასავლეთში საუკეთესოდ აღიარეს „ლეიკერსის“ ფორვარდი ენტონი დევისი. გასულ კვირას მისი მონაგარი იყო – სამიდან სამი მოგება, 32.0 ქულა, 13.0 მოხსნა, 2.7 დაფარება და 2.0 პასი. „მემფისის“ წინააღმდეგ მატჩში, დევისი გახდა პირველი მოთამაშე მაიკლ ჯორდანის (1987 წელი) შემდეგ, რომელმაც 26 საჯარიმო ჩააგდო. აქედან 18 ზუსტი საჯარიმო მესამე მეოთხედზე მოდის, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. ამ მატჩში დევისმა 31 წუთში აიღო 40 ქულა და 20 მოხსნა, რაც ლიგაში აქამდე არავის გაუკეთებია. ენტონი კარიერაში კვირის მოთამაშე მეექვსედ გახდა .