ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დურანტი, კარი და გრინი დასაჯა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დურანტი, კარი და გრინი დასაჯა

პარასკევს, 29 მარტს „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „მინესოტასთან“ მინიმალური სხვაობით ოვერტაიმიან შეხვედრაში 131-130 წააგო.

შეხვედრის ბოლოს, გადამწყვეტ მონაკვეთში მსაჯმა კევინ დურანტზე ჯარიმა არ დააფიქსირა, რამაც „ვორიორზის“ კალათბურთელების სწრაფი რეაქცია გამოიწვია. დრეიმონგ გრინმა, სტეფ კარიმ და თავად კევინმა მატჩის მსაჯების მიმართ უხამსი სიტყვები არ დაიშურეს, რამაც საბოლოოდ კალათბურთელების დასჯა გამოიწვია.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, სამივე სპორტსმენს ფულადი სანქციები დაუწესა. გრინს $35.000 გადახდა მოუწევს. სტეფ კარის $25.000 ჯარიმა მიესაჯა. დურანტს კი ყველაზე ნაკლები $15.000.