ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ბრუკლინის გენერალური მენეჯერი დასაჯა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ბრუკლინის გენერალური მენეჯერი დასაჯა

ბრუკლინმა ფილადელფიასთან სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში დასანანი მარცხი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ნეთსი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, ბრუკლინელებმა საბოლოოდ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 108-112 დამარცხდნენ.

შედეგად ფილადელფია სერიაში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა (3-1). შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ბრუკლინის გენერალური მენეჯერი შონ მარკი $25,000 დააჯარიმა. ი ეს პი ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის თქმით, შონ მარკი მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯების ოთახს ესტუმრა და არბიტრების მიმართ უხამსი სიტყვები არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რომ სერიის მესამე მატჩში სერიოზული დაპირისპირება მოხდა ჯერად დადლისა და ფილადელფიას რამდენიმე კალათბურთელს შორის. მეხუთე მატჩი ფილადელფიაში შედგება და გამარჯვების შემთხვევაში სევენთისიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახეავრფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.