ეროვნულმა ლიგამ სიმბოლური ნაკრები დაასახელა
ეროვნულმა ლიგამ სიმბოლური ნაკრები დაასახელა

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

მეკარე – როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“)

მცველები – თორნიკე გრიგალაშვილი (გორის „დილა“), მამუკა კობახიძე (ქუთაისის „ტორპედო“), ოლექსნდრ აზაცკი (ქუთაისის „ტორპედო“), დავით უბილავა (თბილისის „ლოკომოტივი“)

ნახევარმცველები – ლევან შენგელია (თბილისის „დინამო“), ლევან კაკუბავა (საჩხერეს „ჩიხურა“), ვაგნერ გონსალვესი („საბურთალო“), ლეანდრო რიბეირო (გორის „დილა“)

თავდამსხმელები – მიკოლა კოვტალიუკი (გორის „დილა“), გიორგი გაბედავა (საჩხერეს „ჩიხურა“)

საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის შვიდი ქართველი და ოთხი ლეგიონერია. უცხოელებიდან ორი უკრაინელი გახლავთ (ოლექსნდრ აზაცკი, მიკოლა კოვტალიუკი), ერთი – ფრანგული მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელი (ვაგნერ გონსალვესი) და ერთიც – ბრაზილიელი (ლეანდრო რიბეირო).