ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა გაგნიძე დაასახელა, ხოლო სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „იბერიიდან“ შეიყვანა #1TVSPORT
ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა გაგნიძე დაასახელა, ხოლო სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „იბერიიდან“ შეიყვანა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ნიკა გაგნიძეა. გორის „დილას“ კაპიტანი ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.

გაგნიძემ პირველ წრეში ცხრა შეხვედრა ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ „დილა“ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზეა.

ნიკა გაგნიძე 22 წლისაა. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო ჩვენს ქვეყანაში გამართულ ევრო 2023-ზე და პირველი ორი მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა ითამაშა.

ეროვნულმა ლიგამ ასევე შეადგინა პირველი წრის სიმბოლური გუნდი, სადაც ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი „იბერიიდან“ მოხვდა.

მეკარე: როინ კვასხვაძე (ბათუმის „დინამო“).

მცველები: ცოტნე კაპანაძე („იბერია“), მამუკა კობახიძე (ბათუმის „დინამო“), გიორგი ჯგერენაია („იბერია“), ზურაბ რუხაძე (გორის „დილა“).

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი („იბერია“), გიორგი კოხრეიძე („იბერია“), ნიკა გაგნიძე (გორის „დილა“).

თავდამსხმელები: გიორგი წიტაიშვილი (ბათუმის „დინამო“), ბიორნ იონსენი (ქუთაისის „ტორპედო“), გიორგი არაბიძე (ქუთაისის „ტორპედო“).