ეროვნულის საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ კონკურენტი „რუსთავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 27-ე ტური ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების დაპირისპირებით გაგრძელდა: „რუსთავმა“ „იბერიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
„რუსთავს“ ბოლო ტურში ბათუმის „დინამომ“ გადაასწრო, ამიტომ, გამარჯვების შემთხვევაში, რუსთაველები პირველობას დაიბრუნებდნენ. „იბერიას“ კი ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული და მოპოვებული 3 ქულა პოტენციური ლიდერობის მოპოვებაში დაეხმარებოდა.
ანგარიში 42-ე წუთზე თბილისელებმა ლუქსემბურგელი მცველის, ვაჰიდ სელიმოვიჩის ზუსტი დარტყმით გახსნეს. საბოლოო ანგარიში კი 83-ე წუთზე, კონტრშეტევისას შესრულებული ეფექტური ინდივიდუალური მოქმედების შედეგად, ამირან ძაგანიამ დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, „იბერიამ“ 46 ქულა დააგროვა და „რუსთავს“ გაუთანაბრდა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, კონკურენტი კი მე-3 პოზიციაზე ჩამოაქვეითა.