ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დაესწრო
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დაესწრო

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას დღეს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი მსხილაძე დაესწრო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომაზე საბჭოს მუდმივმა წევრებმა პრემიერისგან დავალებები მიიღეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.