ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ ჩინეთის ჩემპიონატის მატჩში 74 ქულა დააგროვა

18:06, 14.07.2020

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ ჯო იანგმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარა ჩინეთის ჩემპიონატში. „მანკი კინგის“ კალათბურთელმა „შანდუნ გოლდენ სტარზის“ წინააღმდეგ 74 ქულა დააგროვა. „ინდიანა პეისერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა 39-დან 21 ორქულიანი გამოიყენა, 11-დან 6 სამქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო, რასაც რვა ჩაჭრა და ხუთი მოხსნა დაუმატა.

მატჩში 74 ქულა – მესამე საუკეთესო შედეგიანობაა ჩინეთის ჩემპიონატის ისტორიაში.

საინტერესოა, რომ იანგის ამგვარი თამაში ვერ დაეხმარა მის გუნდს – შეხვედრა „შანდუნმა“ ანგარიშით 125:100 მოიგო.

მსგავსი