ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის ფორმატის შეცვლას აპირებენ
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის ფორმატის შეცვლას აპირებენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, მოთამაშეთა პროფკავშირი, აგრეთვე სატელევიზიო პარტნიორები განიხილავენ კალენდარში კარდინალურ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება 2021-22 წლების სეზონიდან შევიდეს ძალაში.

ცვლილება გულისხმობს გადანაწილებას იმ ოთხი გუნდისთვის, რომლებიც კონფერენციის ფინალებში მოხვდებიან, მინი-ტურნირს სეზონის მსვლელობისას 30 გუნდისთვის, აგრეთვე, ტურნირს რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელშიც პლეი ოფის რამდენიმე საგზური გათამაშდება.

ვარაუდობენ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში მატჩების რაოდენობა მინიმუმ 78-მდე შემცირდება.

რეგულარულის შედეგების მიხედვით, კონფერენციის ფინალებში გუნდების გადანაცვლებამ შეიძლება მოგვცეს ის, რომ ფინალურ სერიაში ერთმანეთს სეზონის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება.

დამატებითი ბრძოლა პლეი ოფში ითვალისწინებს ორ ტურნირს – თითოში ოთხი მონაწილით. რეგულარულის მეშვიდე გუნდი მიიღებს მერვეს და გამარჯვებული დაიკავებს მეშვიდე პოზიციას. მეცხრე გუნდი მიიღებს მეათეს. ამ წყვილში გამარჯვებული შეხვდება „მეშვიდე“ და „მერვე“ წყვილში წაგებულს. ეს იქნება ბრძოლა მერვე პოზიციისთვის.

ლიგა ამ საკითხზე კენჭისყრას მმართველთა საბჭოში მომავალი წლის აპრილში გეგმავს.