ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „იბერიამ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „იბერიამ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 30-ე ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები – თბილისის „იბერია“ და გორის „დილა“ შეხვდნენ. მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-13 წუთზე „იბერიამ“ გახსნა, თავი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიჩინა. მე-19 წუთზე შეხვედრის არბიტრმა გურამ გოშთელიანი მოედნიდან გააძევა და თბილისური გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩა, თუმცა ტაიმის მიწურულს ბასინგას ავტოგოლით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.

მეორე ნახევარში „დილა“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ისიც მატჩის ბოლოს, 89-ე წუთზე. გოლის ავტორი ოთარ ფარულავა გახდა.

„დილასთან“ მოპოვებული გამარჯვებით თბილისის „იბერიამ“ 62 ქულა დააგროვა, ამ მხრივ გორის გუნდს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მესამე პოზიციას 49 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ იკავებს.

შესაბამისად, ტიტულის მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ „იბერიასა“ და „დილას“ აქვთ. ჩემპიონატის თანაბარი ქულებით დასრულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ უკეთეს შედეგს მიენიჭება.

26 ოქტომბერს კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა – „გაგრამ“ ბათუმის „დინამო“ დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის დარჩენილი მატჩები:

„თელავი“ – „ტორპედო“ | 27 ოქტომბერი
„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ | 27 ოქტომბერი
„გარეჯი“ – „სამგურალი“ | 28 ოქტომბერი