ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT

თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა – „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ლაშა მენთეშაშვილის გოლს (20) თბილისელებმა გიორგი გვასალიას ზუსტი დარტყმით (45+2) უპასუხეს. მეორე ტაიმში ზურაბ მუსელიანმა (57) „დილა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა და, საბოლოოდ, გუნდს სამი ქულა მოუტანა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა“ „რუსთავი“ მიიღო და 2:1 მოუგო.

ანგარიში სტუმრებმა გახსენს – 42-ე წუთზე თავი ჟან სოუზა დე ალმეიდამ გამოიჩინა. 51-ე წუთზე ნიკა ხორხელმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ველისოლის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით (80) წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.