ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „ტორპედოსა“ და „რუსთავის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „ტორპედოსა“ და „რუსთავის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „რუსთავს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათი კაცნაკლული თამაშობდა, ბოლო წამებზე გატანილი გოლით წაგებას გადაურჩა – 1:1.

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის დაპირისპირება ქუთაისელებისთვის უიღბლოდ დაიწყო – 33-ე წუთზე მათი მცველი ვარლეი და სილვა მთავარმა არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა.

„რუსთავმა“ რიცხვობრივი უპირატესობით მატჩის მიწურულს ისარგებლა – გოლი ნიკა ქუთათელაძემ თავისი ძმის, ალექსანდრეს გადაცემით გაიტანა. კაცნაკლულმა „ტორპედომ“ 90+2-ე წუთზე კომნენ ანდრიჩის დარტყმით ქულა გადაარჩინა – 1:1.

11 ტურის შემდეგ „რუსთავი“ 19 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 16 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.