ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „თელავი“ უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პლეი აუტში იბრძოლებს #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 35-ე ტურის ბოლო მატჩი თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა – „გაგრამ“ „თელავი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში სტუმრებმა 31-ე წუთზე გახსნეს – მიხეილ ბაშელეიშვილმა ზუსტად დაარტყა. მართალია, „გაგრის“ თავდამსხმელმა, დავით მუჯირმა ორ წუთში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „თელავმა“ მაინც მოახერხა გამარჯვება – 71-ე წუთზე სტუმართა შეტევა ინიგო მარტინიმ დააგვირგვინა.
35 ტურის შემდეგ „გაგრას“ 43 ქულა აქვს და ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება, ხოლო „თელავის“ ანგარიშზე 33 ქულაა და გუნდი უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პლეი აუტში ითამაშებს.