ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „სამგურალმა“ სეზონი „გაგრასთან“ გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მატჩის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს გადაწყდა – 43-ე წუთზე „გაგრის“ მცველის შეცდომით სტუმართა თავდამსხმელმა, კლაუდიო სებოლინიამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.
პირველი ტურის სამი შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. მეორე ტური 6-8 მარტს გაიმართება და სამ დღეზე გადანაწილდება. ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდება – 6 მარტს „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ვიცე-ჩემპიონს, გორის „დილას“ უმასპინძლებს.