ეროვნული საფეხბურთო ლიგა პირველ არხზე
ეროვნული საფეხბურთო ლიგა პირველ არხზე

16-18 მარტს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 ტურის მატჩები გაიმართება. პირველი მატჩი დღეს, “დინამო არენაზე” 17:00 საათზე დაიწყება – გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი თბილისის “დინამო” მესამეადგილოსან “სამტრედიას” უმასპინძლებს.

დღესვე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე გაიმართება. “ტორპედო” საშინაო შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებს -ნ გუნდი ფეხბურთის ფედერაციამ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში თბილისის “დინამოსთან” მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა, როდესაც ქუთაისელმა ფანებმა ”დინამო-არენაზე” სკამები დაამტვრიეს.

შაბათს, 17 მარტს, საჩერეს ”ჩიხურა” თბილისში, ”დავით პეტრიაშვილი არენაზე” ”რუსთავს” 15:00 საათზე მიიღებს. ტური კვირას, 18 მარტს ორი მატჩით დასრულდება: ბოლნისის ”სიონი” ”მიხეილ მესხი 2”-ზე უმწვრთნელოდ დარჩენილ ფოთის ”კოლხეთი 1913”-ს 16:00 საათზე უმასპინძლებს. ხოლო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე ”საბურთალო” 16:00 საათზე გორის ”დილას” შეხვდება – ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.