ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ლიდერი „სამგურალთან“ დამარცხდა, „დინამო ბათუმმა“ და „სპაერმა“ მოიგეს #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ლიდერი „სამგურალთან“ დამარცხდა, „დინამო ბათუმმა“ და „სპაერმა“ მოიგეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური სამი მატჩით დასრულდა და სამივეში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.

წყალტუბოში „სამგურალმა“ მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. პირველივე ტაიმში მასპინძლები ველისოლის დუბლით (37-ე წთ. – პენალტი, 44-ე წთ.) დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ თავი „სამგურალის“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, კლაუდიო სებოლინიამ (51-ე წთ.) გამოიჩინა. „იბერია“ თამაშის ბოლოს გამოცოცხლდა და გიორგი ჯინჯოლავას დუბლით (90+2-ე წთ. – პენალტი, 90+7-ე წთ.) სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

მინიმალური სხვაობით დასრულდა დანარჩენი ორი შეხვედრაც: ბათუმში „დინამომ“ ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“, გიორგი კოხრეიძის გოლით დაამარცხა (1:0), ხოლო „სპაერმა“ თბილისში ტყიბულის „მეშახტეს“ თამაზ ცეცხლაძისა (45+3 წთ.) და ნიკა ჩაგუნავას (85-ე წთ.) ზუსტი დარტყმებით აჯობა (2:1). სტუმრებიდან პრესტიჟის გოლი დიმა ღურწკაიამ (90+9 წთ. – პენალტი) გაიტანა.

ეროვნული ლიგა | ცხრილი:

1. იბერია 27
2. ტორპედო 26
3. დინამო ბთ 24
4. რუსთავი 23
5. დინამო თბ 22
6. სპაერი 20
7. დილა 20
8. სამგურალი 18
9. გაგრა 14
10. მეშახტე 10