ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ლიდერებმა, გორის „დილამ“ და „იბერიამ“ მოიგეს #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტური დასრულდა და გაიმარჯვა გათამაშების ორივე ლიდერმა.
გორის „დილამ“ სტუმრად „თელავი“ ოუტარასა (7′) და ონოფის (74′) გოლებით 2:0 დაამარცხა, ხოლო „იბერიამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ ასევე 2:0 სძლია. გოლები ძაგანიასა (52′) და ზოჰურის (90+6′) ანგარიშზეა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 5:1 დაამარცხა კრიზისში მყოფი ბათუმის „დინამო“. ბათუმელთა კარში პოკერი (ოთხი გოლი) შეასრულა „ტორპედოს“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა, ხოლო ავტოგოლი ლუკა ქაფიანიძის ანგარიშზეა. „დინამოს“ რიგებიდან თავის გამოჩენა ლუკა წულუკიძემ შეძლო.
შედეგად, 32 ტურის შემდეგ 68-68 ქულა აქვთ „დილასა“ და „იბერიას“, ხოლო დამატებითი მაჩვენებლით პირველ ადგილს „იბერია“ იკავებს. შემდეგ მოდის თბილისის „დინამო“ (55 ქულა). ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელსაც სეზონში მეტოქესთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში უკეთესი შედეგი აქვს. ამ მხრივ უპირატესობა თბილისის „იბერიისკენ“ არის.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დარჩენილი მატჩები:
„ბათუმი“ – „დილა“
„დილა“ – „სამგურალი“
„კოლხეთი“ – „დილა“
„დილა“ – თბილისის „დინამო“
„კოლხეთი“ – „იბერია“
„იბერია“ – თბილისის „დინამო“
„გარეჯი“ – „იბერია“
„იბერია“ – „გაგრა“